პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ბოროტი ჯამბაზი სააკაშვილი, როგორც კომედიანტი ზელენსკის ჟანრის კრიზისი

   ახლა უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - დაინიშნება თუ არა სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად! დიდი ალბათობით, არა - უმაღლესი რადა ბოროტი ჯამბაზის კანდიდატურას დაბლოკავს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთი იდეა შეიძლება დაბადებულიყო უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტის თავში! ხოლო როდესაც პრეზიდენტები სააკაშვილისა და ზელენსკის ტიპის ჯამბაზები და კომედიანტები ხდებიან, ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მათ „კორანა“ დაადგეს, თავის „ჯანმოზე“ მთლად არ არიან!

   რატომ არიან ხშირად საშინელებათა ფილმების მთავარი გმირები ბოროტი კლოუნები? იმიტომ, რომ კლოუნი იმთავითვე ჩაფიქრებულია, როგორც მხიარულებისა და სიკეთის განსახიერება, და როდესაც ის ბოროტი ურჩხული აღმოჩნდება, გაღიმებული მკვლელის კონტრასტი ორმაგად საშიშია! სააკაშვილი ბოროტი ჯამბაზი, პოპულისტი და ბოლშევიკ- ექსპროპრიატორია, სადისტირი მიდრეკილებებით. მისი კოლეგა, ნიჭიერი პროფესიონალი კომედიანტი ზელენსკი გამალებით ეძებს უკრაინის ხსნას უცხოეთში და უცხოელებში, იმიტომ, რომ კომედიანტს ჟანრის კრიზისი აქვს! პრეზიდენტის თანამდებობა სულაც არ გამოდგა შოუ, რომლებშიც ის პრეზიდენტის როლს ასრულებდა. ნაკლებ სავალალოა, რომ ის კიდევ უფრო უცოდინარია, ვიდრე სააკაშვილი, პრობლემა ის არის, რომ რჩევებისათვის პროფესიონალებისთვის მიმართვასა და სამშობლოს გადარჩენაში მას ხელს კომედიანტის ამბიციები უშლის და სიმამაცეც აკლია! ზელენსკი - პრეზიდენტი ვერ გამოვიდა ზელენსკის კომედიური როლებიდან!

ამიტომაც ეხლება თავისი „მოღუნული რქით” კრივოი როგის მკვიდრი, ხან - აშშ-სა და ხანაც - სააკაშვილს, სწრაფი ხსნის ძებნაში! მაგრამ მუქთა დოლარები, როგორც სათამაშო აპარატიდან, დასავლეთიდან არ ცვივა და სააკაშვილმა, რომელიც მილიარდების შოვნას ჰპირდება, ეს ყველაზე უკეთ იცის! ხოლო კლოუნის ნაცვლად, მაგალითად, ყოფილი პრემიერი აზაროვის მოწვევის უფლებას კომედიანტის იმიჯი არ იძლევა! ან პუტინთან დარეკვას რა უნდა?! - აქაოდა, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ამას წინათ წავიკითხე კიევის რუსეთის შესახებო... მოკლედ, მოდი, უწინდებურად მეგობრულად ვიცხოვროთ!

   რაო, გიჭირთ ვლადიმერ ალექსანდროვიჩ?! გიჭირთ და მერე როგორ! მაშინ წადით სააკაშვილთან, არახამიასთან, ან თუნდაც ჯოჯოხეთში - იმის გამო, რომ უკვე ერთი წელია რაც შეურაცხყოფთ ქართველ ხალხს! ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს - თქვენ უკრაინაში შეუშვით, დაუბრუნეთ უკრაინის მოქალაქეობა, დღეს კი გსურთ მთავარ რეფორმატორად დანიშნოთ ქართველი ხალხის მკვლელი, იმის ნაცვლად, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება მოახდინოთ!

არნო ხიდირბეგიშვილი - სპეციალურად News Front-თვის
2020 წლის 26 აპრილი
საქართველო, თბილისი