პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: კორონავირუსი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობის გასამართლებლად გამოიყენეს

     საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მკითხველთა ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს.

როდის გამოჩნდა კორონავირუსი საქართველოში?

არავინ იცის, პნევმონიას საქართველოში ყოველთვის მკურნალობდნენ ისე, როგორც დღეს მკურნალობენ, მიუხედავად იმისა, თუ რამ გამოიწვია ის - ვირუსმა, გაცივებამ, პლევრიტმა თუ ფილტვების ანთებამ. მკურნალობდნენ, როგორც სეზონურ, ფრინველისა თუ ღორის გრიპს - სიმპტომების მიხედვით, აგდებდნენ ტემპერატურას, უკეთებდნენ ანტიბიოტიკებსა და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, გადაჰყავდათ მართვით სუნთქვაზე. უმეტესობას განკურნავდნენ - ისევე, როგორც დღეს, თუკი პნევმონია არ გამწვავდებოდა თანმდევი მძიმე დაავადებებით.

ამრიგად, რომ არ ყოფილიყო ჩინური მედიცინა, რომელიც ქართული მედიცინაზე უფრო ძლიერია, დღეს ვერავინ გაიგებდა კორონავირუსის არსებობის შესახებ - საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.

რამდენკორონავირუსით ინფიცირებულია საქართველოში?

არავინ იცის, რადგან საქართველოში არ ჩაუტარებიათ მასობრივი ტესტირება, მათ შორის, საკურორტო კარანტინში მყოფი “საეჭვო ისტორიის“ ათასობით მოქალაქისთვისაც. ანალიზები ალალბედზე იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს მთელი დღე-ღამე ელოდებიან, ეს კი მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ანალიზია დღეში.

ასევე უცნობია, თუ რა კლინიკური კრიტერიუმებით ხდება ასობით მოქალაქის მოთავსება საავადმყოფოებში და რაზე მკურნალობენ მათ - რუტინულ პნევმონიასა თუ მოდურ COVID 19-ზე.

არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია?

არა, რადგან 3 თვის განმავლობაში ოფიციალური მონაცემებით, ჩვენ მხოლოდ 500–მდე ინფიცირებული ადამიანი გვყავს, რომელთაგან 100–ზე მეტი გამოჯანმრთელდა და მხოლოდ 6 დაიღუპა თანმდევი მძიმე დაავადებების გამო. ამავდროულად, ამ 3 თვის განმავლობაში, ბევრად მეტი მოქალაქე გარდაიცვალა სხვა დაავადებებით, მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარების არარსებობის პირობებში საავადმყოფოებისთვის პროფილის შეცვლის გამო.

სწორედ ამიტომ, აშშ-ს ფულადი დახმარება საქართველოსთვის, სადაც არ არის კორონავირუსის ეპიდემია, მხოლოდ 1 მილიონ 700 ათასი დოლარია.

რატომ გამოეპარა WHO-ს კორონავირუსი?

ალექსანდრე ჭაჭიამ ზუსტი დიაგნოზი დაუსვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას: ჯანმო, ფაქტობრივად, ლამის მთავარი მუხრუჭია მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემების განვითარებისთვის, რომელიც, ზუსტად იმავე ლოგიკით არ არის დაინტერესებული ინფექციური დაავადებების აღმოფხვრით, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ არის დაინტერესებული სიღარიბის ლიკვიდაციით. არანაირი შეთქმულება - ეს არის მათი მაღალი ხელფასების, პოლიტიკური გავლენის და სხვა ბენეფიტების ბიუროკრატიული თვითშენარჩუნების ობიექტური ინსტინქტი... დიდი ბიზნესმენის ალღოიან პრეზიდენტი ტრამპი ტყუილუბრალოდ როდი დაეჭვდა და განაცხადა, რომ ჯანმო ატყუებს საზოგადოებას!“.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსის ეპიდემიისგან საქართველო ლუგარის ლაბორატორიამ გადაარჩინა?

არა, უფრო პირიქით - კორონავირუსი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობის გასამართლებლად გამოიყენეს. ლუგარის ლაბორატორია, როგორც ჯანმო (ჭაჭიასი არ იყოს!), საჭიროა მაღალი ხელფასების, პოლიტიკური გავლენისა და სხვა ბენეფიტების შესანარჩუნებლად.

კონკრეტულად ვისი მაღალი ხელფასების, პოლიტიკური გავლენისა და სხვა ბენეფიტების? სააკაშვილის, გამყრელიძის, იმნაძისა და მეურვეების აშშ-ის საელჩოდან.

1. ლუგარის ლაბორატორიის თანადამფუძნებელმა და თანამფლობელმა მიხეილ სააკაშვილმა ლაბორატორიაში დიდი გავლენა და შესაძლოა წილიც შეინარჩუნა (ლაბორატორიის მეორე თანადამფუძნებელი და თანამფლობელი იყო აწ განსვენებული რიჩარდ ლუგარი, რომლის უფლებებიც, მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცა მის მეუღლეს შარლინ ლუგარს, რომელიც საინსპექციო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში გასული წლის ივნისში, ე.წ. გავრილოვის ღამემდე ერთი კვირით ადრე).

როგორც ჭაჭიამ ჯანმოს შესახებ თქვა, აქაც არანაირი შეთქმულება არ არსებობს - სავარაუდოთ, ლუგარის ლაბორატორია დღეს ასრულებს კერძო და იურიდიული პირების ძვირადღირებულ კომერციულ შეკვეთებს - კონფიდენციალური რთული ანალიზები სჭირდებათ ოლიგარქებსაც, კვლევით ინსტიტუტებსაც და სახელმწიფოებსაც. უცხოური შეკვეთების ნაწილს, როგორც ამბობენ, სააკაშვილი უზრუნველყოფს, რომელიც, რაღა თქმა უნდა, იღებს არა მარტო საშუამავლო გასამრჯელოს, არამედ ”ატკატსაც”.

2. ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელები ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე მაღალანაზღაურებად სახელშეკრულებო სამსახურში პენტაგონმა სააკაშვილის რეკომენდაციით აიყვანა. მათ ხელი მოაწერეს აშშ-ს სახელმწიფო საიდუმლოს გაუცემლობის შესახებ ხელწერილს და საკუთარი თავები უზრუნველყვეს ამერიკული პენსიით, სამედიცინო დაზღვევითა და სხვა ბენეფიტებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით ხალხის უკმაყოფილების გამოსაწვევად და ქართული ეკონომიკის გასანადგურებლად, ისინი, სააკაშვილის გულის გასახარად, უხეშად აშინებენ საქართველოს მოსახლეობას ათასობით კუბოთი და კეტავენ საკუთარ სახლებში; აქეზებენ უსახსროდ დარჩენილ მოქალაქეებს მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ; გამუდმებით გადააქვთ ”ეპიდემიის პიკი” ერთი თვით წინ და ასე გაგრძელდება წლის ბოლომდე, რაც ხალხს მასობრივ ფსიქოზამდე მიიყვანს; უკრძალავენ მოქალაქეებს ეკლესიებსა და სასაფლაოებზე წასვლას, განაწყობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, რომლებსაც, თითქოსდა, "სურთ ყველას ერთი კოვზით დახოცვა"; ახდენენ ხელისუფლების დეზინფორმაციას, რითაც აქეზებენ გადამეტებისკენ (საკომენდანტო საათი, პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა, ყველა სერვისისა და მაღაზიების დახურვა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა), რაც ავტომატურად ახდენს კრიმინოგენული ვითარების გაუარესების პროვოცირებას. გადარჩენის იმედს მოკლებული და შიმშილისთვის განწირული ადამიანები ხომ უფრო იოლად ჩაიდენენ დანაშაულს - აქაოდა, მაინც დავიხოცებითო!

ნებისმიერ ხელისუფლებაზე მშვენივრად ადაპტირებული „საბჭოთა მაფიოზი“ ამირან გამყრელიძე, ვისთვისაც მედიცინა დიდი ხანია საოჯახო ბიზნესად იქცა, და აშშ-თავდაცვის მინისტრის მოადგილის „პირადი მეგობარი“ პაატა იმნაძე ყოველთვის იყვნენ და დარჩებიან სააკაშვილის მარიონეტებად, რადგანაც მიშა ფლობს კონფიდენციალურ ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ და ყოველთვის შეუძლია მათი დაშანტაჟება. გამორიცხული არ არის, რომ გამყრელიძის “საწყალ“ შვილთან (უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის მფლობელთან) ისტორია, რომელიც, ვითომდა ერთ-ერთი პირველი დაინფიცირდა საქართველოში, ასევე იმნაძის ტელეისტერიკა - აქაოდა, "ნუ მაიძულებთ პირი გავაღო!" (ვითომდა, სააკაშვილს სურდა მისი დაპატიმრება და ”მხოლოდ პენტაგონის უფროსის მოადგილესთან პირადმა მეგობრობამ” იხსნა მიშას საფირმო სტილში ანალური წამებისაგან!) დადგმული სპექტაკლი იყო გამყრელიძე-იმნაძისადმი თანაგრძნობის გამოსაწვევად და სააკაშვილთან მათი საიდუმლო კავშირის შესახებ ეჭვების გასაფანტავად.

მაშ, რატომ არ დააპატიმრეს გამყრელიძე და იმნაძე, როგორც მინიმუმ, დაუდევრობისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს კგბ-ს ყოფილმა თავმჯდომარე იგორ გიორგაძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლუგარის ლაბორატორიიდან საიდუმლო დოკუმენტების დასტა აფრიალა?! თუ არა მათ, მაშ ვინ მოაწყო გაჟონვა და რატომ მიუშვეს ეს საქმე „ნებაზე“? ან იქნებ თავად გამყრელიძემ მიჰყიდა ეს დოკუმენტები ძველ მეგობარს - სსრკ-ის კგბ-ს ყოფილ პოლკოვნიკს, სააკაშვილის ალალ ბიძას, თემურ ალასანიას, რომელმაც ისინი გიორგაძეს გადასცა? თუ გამყრელიძე, ისევე როგორც ქართული ინტელიგენციის ბევრი ცნობილი წარმომადგენელი, სსრკ-ის კაგებეს აგენტი იყო და მორჩილად თვითონ გაუგზავნა გიორგაძეს ასლები, ლუსტრაციის შიშით?

3. მეურვეები აშშ-საელჩდან, რომელთა მუშაობის დემონსტრაციულად სწორხაზოვანი მეთოდები, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, არ ემთხვევა თეთრი სახლის პოზიციას საგარეო პოლიტიკის მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე, რითაც ზიანს აყენებს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის იმიჯს.

მაგალითად, დღეს საელჩოს "დამსაქმებლებმა" უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და მადლობა გადაუხადეს თავიანთ "დაქირავებულებს" - საქართველოს მთავრობას - აშშ-ში ლუგარის ლაბორატორიისთვის რეაგენტების დროულად შეკვეთისთვის, რამაც, ვითომდა, საქართველო კორონავირუსის ეპიდემიისგან გადაარჩინა! ამით მათ არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს თავმოყვარეობას, არამედ პრაქტიკულად თქვეს, რომ ამერიკელი რეაგენტების გარეშე ლუგარის ლაბორატორია უსარგებლოა! და ეს რეაგენტებიც, როგორც ბოლო დღეებში ირკვევა, საკმაოდ დაბალი ხარისხის აღმოჩნდა, შესაბამისად, ნაქები ლაბორატორიის ანალიზების სიზუსტე საეჭვოა.

2020 წლის 26 აპრილი
საქართველო, თბილისი

ამავე თემაზე ასევე წაიკითხეთ:

COVID-19 და AIDS ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შექმნილ საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს ადამიანის იმუნიტეტის - მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობისა და არმიის განადგურების მიზნით