პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: ასეთ შემთხვევებში თავმოყვარე ქვეყანა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს, ხოლო აშშ საომარ მოქმედებებსაც იწყებს! (SPUTNIK)

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას კენჭი ამ კვირაში უნდა ეყაროს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიცე-პრემიერის თანამდებობა რეფორმების საკითხებში სააკაშვილს შესთავაზა, ახლა კი სააკაშვილი კონსულტაციებს გადის ფრაქციებთან.

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პოსტზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას, რომელიც სამშობლოში მრავალი დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება, შეუძლია ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს”, - განაცხადა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში.

ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა და - ეს ჩემი ემოციები კი არა, პროტოკოლია, ასეთ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს, ხოლო აშშ სამხედრო მოქმედებებსაც კი იწყებს. ასეა თუ ისე, სააკაშვილი, თავისი საეჭვო რეფორმებითა და სკანდალებით დიდხანს თანამდებობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს - ვატერლოომდე“ მაქსიმუმ, 100 დღეა! და რა დარჩება?! საქართველოსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი კეთილმეზობლური და დიპლომატიური ურთიერთობების დარღვევა და შეურაცხყოფილი ქართველი ხალხი. ღირს კი ამად ეს ყველაფერი?! ვფიქრობ, არა!”, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.

პოლიტოლოგი გაკვირვებულია იმ აჟიოტაჟით, რომელიც ამ ამბის ირგვლივ ატყდა და მიაჩნია, რომ განგაში უნდა აეტეხათ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როდესაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ იგი იძულებითი ემიგრაციიდან დააბრუნა, დაუბრუნა მოქალაქეობა და არ მოახდინა მისი ექსტრადირება საქართველოში. მე არ მსურს უკრაინის სუვერენულ საქმეებში ჩარევა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც შოუმენი ხდება პრეზიდენტი, მას არ აქვს გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ათა მართოს ქვეყანა. ამიტომაც უხმო მეორე შოუმენს დასახმარებლად! მაგრამ სააკაშვილი კეთილი კი არა, ბოროტი კლოუნია! და ეს ბოროტება თავს აუცილებლად იჩენს...”, - მიიჩნევს ხიდირბეგიშვილი.