უცხოეთი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. ასლან ბჟანიას „ინაუგურაციის“ შემდეგ ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ვალერი ბგანგბას დე ფაქტო მთავრობამ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა, რომელიც ასლან ბჟანიამ დააკმაყოფილა.

ასლან ბჟანიას „ინაუგურაცია“ სოხუმში 23 აპრილს ჩატარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს.

ე.წ. არჩევნებში ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.

1tv.ge