აქტუალური
ინფლაციის წლიური მაჩვენებელი იანვარში დაფიქსირებული 12,7 პროცენტიდან მარტში 13,9 პროცენტამდე გაიზარდა.
ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილზე (65,5 პროცენტით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით), პურპროდუქტებზე (25 პროცენტით) და ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (21,8 პროცენტით).
საქსტატის ინფორმაციით, მარტში საწვავზე ფასებმა 24,8 პროცენტით მოიმატა.