საზოგადოება
საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ოთხით გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 111 პაციენტი.
საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 420 შემთხვევა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 5223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.