აქტუალური
საქართველოში კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, 111 გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 420 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 111 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5223 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.