უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 აპრილის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“, საერთო ჯამში, 1 523 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის სომხეთის საავადმყოფოებში 840 ადამიანი მკურნალობს, 659 უკვე გამოჯანმრთელდა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა.

1tv.ge