უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 41 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 23 აპრილის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსი, ​საერთო ჯამში, 1 548 ადამიანს დაუდასტურდა, 948 გამოჯანმრთელდა, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამ დროისთვის ​580 ადამიანს მკურნალობენ.

1tv.ge