სამართალი
საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ყინწვისის მამათა მონასტერში რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირებს შორის შელაპარაკება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მსუბუქად დაიჭრა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი სასულიერო პირი.
მომხდარს არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.