აქტუალური
მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3%-ით გაიზარდა - საქსტატი

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასების 2.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებზე (6.9 პროცენტი) და სასმელებზე (2.5 პროცენტი).

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით. ფასები მომატებული იყო კვების პროდუქტებზე (12.4 პროცენტი).

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 13.7 პროცენტიანი ზრდა. ელექტროენერგია,აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით”, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.