უცხოეთი
CNN - გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.

სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Daily NK-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას „თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის“ გამო დასჭირდა.

CNN-ი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კიმ ჩენ ინის მდგომარეობის შესახებ ცნობებს თვალყურს ადევნებს და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.

interpressnews.ge