„დიდი მწუხარება აუცილებლად შეიცვლება დიდი სიხარულით! ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო გადარჩება! კორონავირუსი არის უფლის მიერ გამოგზავნილი განსაცდელი, ამიტომ დაიცავით დისტანცია ერთმანეთისაგან, მაგრამ ნუ დაშორდებით ღმერთს!”, - უთხრა ქართველებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც - ერთადერთმა მსოფლიოში! - არ დააკეტინა ეკლესიის კარები სამწყსოსთვის, რითაც - ფაქტობრივად, და არა დიპტიქით! - მსოფლიო პატრიარქი გახდა!
„ეს ყველაფერი დასრულდება აღდგომის დღეს!”, - დააკონკრეტა თავის ქადაგებაში რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა.
ასეც მოხდა: თუ საქართველოში აღდგომამდე ყოველდღიურად ემატებოდა 40 ინფიცირებული, გუშინ, ქრისტეს აღდგომის შემდეგ, მხოლოდ 7 დაავადებული აღირიცხა! იესომ, უკვე მერამდენედ, მოახდინა სასწაული და შეარცხვინა ურწმუნოები, აჩვენა რა, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია!
ის ათასობით მრევლი კი, რომელიც სააღდგომო ლიტანიობაზე ტაძრებში ფეხით მივიდა, დაემსგავსა იმ ათასობით მოწამეს, რომელიც სიონის ხატებით მოფენილ მეტეხის ხიდზე არ გაიარა!
ვინ და რატომ მოუწოდა ქართველებს არ წასულიყვნენ სააღდგომოდ ეკლესიაში და აშინებდა მათ ათასობით კუბოთი? ვინ აშინებდა მათ ჯარიმებით საგანგებო მდგომარეობისა და საკომენდანტო საათის დარღვევისთვის? ვინ აკრძალა აღდგომას საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი და დახურა საქართველოში ყველა სასაფლაო? ვის და რატომ არ აძლევს ხელს ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა? ამ ყველაფერზე ვისაუბრებ ამ დღეებში, როგორც კი ზოგიერთ ფაქტს დავაზუსტებ”, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.