უცხოეთი
საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 38 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სულ აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 436 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან, ჯამში 791 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსს ქვეყანაში 19 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 626 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
interpressnews.ge