პოლიტიკა
სენსაცია! ქართველმა ანალიტიკოსმა კორონავირუსის საიდუმლო ამოხსნა - ხიდირბეგიშვილი მართალი აღმოჩნდა

     2020 წლის 24 მარტსა და 11 აპრილს NEWS FRONT- ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუებში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოთქვა სენსაციური ვერსია, რომ „COVID-19 და AIDS ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შექმნილ საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს ადამიანის იმუნიტეტის - მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობისა და არმიის განადგურების მიზნით.

„მიკროსკოპის ქვეშ ამ ინფექციების ვირუსებიც კი ძალიან ჰგავს ერთმანეთს - კორონავირუსი COVID-19-სა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), რომლის ბოლო ეტაპსაც შიდსი (AIDS, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) წარმოადგენს. მსგავსია დაავადების ლატენტური სტადიებიც, რომლებიც, გრიპის მსგავსად, იწვევს ცხელებას, ხველას, დიარეას, ლიმფური კვანძების გადიდებას, გემოსა და სუნის დაკარგვას. იმიტომ, რომ კორონავირუსი და აივ / შიდსი წარმოადგენენ საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღს, რომლებიც შეიქმნა ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებში ადამიანის იმუნიტეტის - მოწინააღმდეგის არმიისა და ქვეყნის მოსახლეობის - განადგურების მიზნით. ოღონდ მათი მოქმედების მექანიზმი გარკვეულწილად განსხვავებულია: თუ აივ-ი თანდათანობით ანადგურებს ადამიანის იმუნიტეტს და ბოლოს სრულდება შიდსით, რომლისგანაც ავადმყოფი იღუპება ნებისმიერი - ყველაზე ხშირად ფილტვებთან დაკავშირებული დაავადებით, როგორც კორონავირუსის დროს, SARS-CoV-2 მხოლოდ შემთხვევათა 5%-ში იწვევს სასიკვდილო პნევმონიას. როგორც აივ, ისე კორონავირუსული ინფექციისგან განკურნება შესაძლებელია დროული გამოვლენით / მკურნალობით და სხვა სერიოზული დაავადებების არარსებობით. აქედან გამომდინარე, ინფიცირებულთა რიცხვში უზარმაზარი განსხვავებაა: თუ აივ / შიდსის შემთხვევაში, ათობით მილიონია, რომელთა ნახევარიც გარდაიცვალა, COVID-19–ის შემთხვევაში ჯერ მხოლოდ ორი მილიონი ინფიცირებულია და 100 ათასი გარდაცვლილი. შიდსისა და კორონავირუსული ინფექციის წყაროების შესახებ ყველა სხვა ვერსია - აფრიკელი მაიმუნებისა და ჩინელი ღამურების შესახებ - აღმოსავლური ზღაპრებია!

   რაც შეეხება სახეობებს, ვფიქრობ, ესეც შეცდომაა: კორონავირუსის ოჯახში მეთექვსმეტე SARS-CoV-2 ერთია, ის უბრალოდ სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩინელების, ამერიკელების, იტალიელების, რუსების, ქართველების და ყველა დანარჩენის ორგანიზმებზე. რატომ? იკითხეთ პენტაგონში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში აგროებდა რუსების ბიომასალებს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში, აგრეთვე, ქართველების, სომეხების, აზერბაიჯანელების, ყაზახების და ყოფილი სსრკ-ის ყველა ეთნიკური ჯგუფისა. ადამიანები სიამოვნებით აბარებდნენ ქსოვილების ანალიზს, რადგან ამერიკელები კარგად იხდიდნენ...

   რა საჭირო იყო კორონავირუსის შექმნა, როცა შიდსი უკვე არსებობდა? საქმე იმაშია, რომ ერთჯერადი შპრიცებსა და პრეზერვატივის გამოყენებით სექსზე გადასვლის შემდეგ შიდსი, რომელიც გადადის სისხლითა და სქესობრივი გზით, მოძველდა. თანაც, დასავლეთს არ მოსწონდა, რომ შიდსი ყველაზე მეტად ანადგურებდა პროდასავლურ ელექტორატს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში - ჰომოსექსუალებსა და ნარკომანებს, ე.წ. უმცირესობებს, რომელთა უფლებების დაცვა მთელი დასავლური იდეოლოგიის ქვაკუთხედია. საჭირო გახდა ახალი ვირუსი გადაცემის სხვაგვარი საშუალებით, რომლის შეჩერება ვაქცინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ გამოიგონეს SARS-CoV-2 ჰაერწვეთოვანი გადაცემის გზით”, - განაცხადა, კერძოდ, არნო ხიდირბეგიშვილმა.

COVID-19 და AIDS - ადამიანის იმუნიტეტის გასანადგურებლად სამხედრო ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღია!

კორონავირუსი COVID-19 ბაქტერიოლოგიური იარაღია, რომლის შესახებაც სრული სიმართლე ძალიან ცოტამ იცის

     ერთი თვის შემდეგ არნო ხიდირბეგიშვილის ვერსია დაადასტურა ცნობილმა ფრანგმა ვირუსოლოგმა ლიუკ მონტანიემ - 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფეროებში, რომელმაც 1983 წელს, ჰარალდ ცურ ჰაუზენსა და ფრანსუაზა ბარე-სინუსთან ერთად, აღმოაჩინა აივ რეტროვირუსი, რომელიც ადამიანს აივ-შიდს-ინფექციით აავადებს. 2020 წლის 17 აპრილს მან გაიმეორა ხიდირბეგიშვილის ჰიპოტეზა და ივარაუდა, რომ COVID-19 ბუნებრივი წარმოშობისა არ არის და შემუშავებულია ლაბორატორიაში. „ჩვენ დავასკვენით, რომ ადგილი ჰქონდა მანიპულაციას ამ ვირუსთან“, - განაცხადა მონტანიემ ტელეარხ CNEws-თან ინტერვიუში, და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალ ტიპს დამატებული აქვს აივ-ის ნაწილაკები. „კორონავირუსი არაბუნებრივი წარმოშობისაა, ის მოლეკულური ბიოლოგების მუშაობის შედეგია, - ამბობს ვირუსოლოგი, - თუ რა მიზნით, გაურკვეველია... ჩემი სამუშაოა წარმოვადგინო ფაქტები, არავის ვდებ ბრალს, არ ვიცი ეს ვინ გააკეთა და რატომ. შესაძლოა, მათ შიდს-ის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა უნდოდათ“.

 


საქინფორმი