სამართალი
საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი იწვოდა.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
„გამოძახებიდან 3-4 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე დახვდათ დაკვამლიანება, რამდენიმე წუთში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. დაშავებული არავინ არ არის, დაახლოებით, 15 კვადრატია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.