საზოგადოება
თბილისის ყველა სასაფლაო შესაძლოა ათი დღით დაიკეტოს

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან შესაძლოა, ათი დღით დაიკეტოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გუშინ თბილისის მერიაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, შესაძ₾ოა, დედაქალაქის მერიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად, სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობა ჩაკეტოს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასაფლაოებზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება, რომლის მიზანიც სააღდგომო დღეებსა და მომდევნო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია „კოვიდ 19“-ის შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.