პოლიტიკა
კორონავირუსის გამო მოსკოვში 9 მაისის აღლუმი არ გაიმართება

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის სამხედრო აღლუმი გადადო. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ როდესაც კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები კვლავ მაღალია, ეს მას არ აძლევს აღლუმის მოსამზადებელი ეტაპის დაწყების უფლებას.

გამარჯვების დღესასწაულამდე, გამარჯვების დღემდე უკვე თვეზე ნაკლებია. ახლა ჩვენ წინაშეა რთული არჩევანი – 9 მაისის თარიღი ჩვენთვის წმინდაა და ყველა ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია. 9 მაისის აღლუმისთვის მზადება ახლავე უნდა დაწყებულიყო. მაგრამ ეპიდემიასთან დაკავშირებული რისკები, რომლის მწვერვალიც არ გადაივლის 9 მაისისთვის, ჯერ კიდევ ძალზე მაღალია და ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ ახლავე დავიწყოთ მზადება აღლუმისა და სხვა მასობრივი ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი 2020 წელს ჩატარდება, როდესაც კორონავირუსის საფრთხე გადაივლის.