საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში ელექტროენეგიის გარეშე 100 000 აბონენტი დარჩა

-dasavleTi_udenodუამინდობის გამო დასავლეთ საქართველოში ამ დროისთვის ელექტროენეგიის გარეშე "ენერგო-პრო ჯორჯიას" 100 000 აბონენტია დარჩენილი.

როგორც კომპანია"ენერგო-პრო ჯორჯია"-დან იტყობინებიან, აბონენტების ძირითადი ნაწილი გათიშულია სამეგრელოსა და იმერეთში. მოსახლეობის მცირე ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება გურიაშიც.

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" გუშინ საღამოს შეძლო ყველა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა ღამით ამინდის გაუარესებამ და ძლიერმა ქარმა სადენები ისევ დააზიანა.

სამი დღის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში ტემპერატურა შემცირდა და საგრძნობლად აცივდა, რაც კასპიის ზღვიდან წამოსული ცივი ჰაერის მასებმა განაპირობა.

დასავლეთ საქართველოში ქარის სიმძლავრე 25-29 მ/წმ-ში აღწევდა, ხანგამოშვებით კი იმატებდა 30-32მ/წმ-დე. სტიქია საფრთხეს შენობების სახურავებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ბოძებს, ასევე, ხის ნარგავებს უქმნიდა.

მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაც", რომელიც საქართველოში 860 ათას აბონენტს ელექტროენერგიით ამარაგებს. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.