საზოგადოება
ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. 15 აპრილის 11:00 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. ამათგან 69 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა. ასევე, ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს. 5 034 მოქალაქე 14 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 463 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.