საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. 12 აპრილს NEWS FRONT-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოთქვა ვერსია, რომ „COVID-19 და AIDS წარმოადგენს ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლაბორატორიებში შექმნილ საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობის, ადამიანის იმუნიტეტისა და არმიის განადგურების მიზნით“. და აი გუშინ აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მაილიმ განაცხადა, რომ „ამერიკელი სამხედროები ჯერჯერობით არ გამორიცხავენ ვერსიას, რომ COVID-19 ხელოვნურად შეიქმნა“.
აშშ-ის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები ჯერ არ გამოირცხავენ ვერსიას, რომ კოვიდ-19-ის ვირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი.
ამის შესახებ მილიმ, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა ვირუსის წარმოშობის შესწავლა ეპიდემიის ადრეულ ეტაპზევე დაიწყეს.
როგორც სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებული მონაცემები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, „ამ საკითხზე საბოლოო წერტილი ჯერ დასმული არ არის“.
„ამ ეტაპზე ვიტყვი, რომ ეს არ არის ბოლომდე დადასტურებული, თუმცა ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა, მაგრამ სრული სიზუსტით ეს ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა მილიმ.