უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1111-მდე გაიზარდა

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1111-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ვირუსისგან 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

interpressnews.ge