საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 68 უკვე გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 68 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4 834 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 434 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.