პოლიტიკა
მაისიდან შეიძლება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველა პირობა და რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მაისიდან შეზღუდვები, შესაძლოა, ეტაპობრივად მოიხსნას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რაც ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი ამოცანაა. მეორე ამოცანა – ეკონომიკის სტაბილიზაცია და პოსტპანდემიურ პერიოდში მისი აღდგენისთვის გეგმის მომზადებაა.

მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ეკონომიკის სტაბილიზაცია და ეკონომიკის აღდგენისთვის ეფექტიანი გეგმის მომზადებაა, რაზეც ინტენსტიურად ვმუშაობთ. პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა, ჩვენი მონაწილეობით, შეიმუშავებს და წარმოადგენს კონკრეტული ეკონომიკური ინტერვენციების პაკეტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით მრავალი ქვეყნისთის სამაგალითო გახდა.

ყველა ზომა იყო დროულად და ეფექტურად განხორციელებული, თუმცა, მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა – ის, რომ საქართველომ მოახერხა და შეძლო პირველი ეტაპის ეფექტურად მართვა, არ არის გარანტია იმის, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი დაბალი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე ყველა ღონისძიება გავატარეთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააგრძელოს ყველა რეკომენდაციის შესრულება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.