საზოგადოება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა პროექტი, რომლის თანახმად, აჭარის თვითმმართველ ერთეულს ენიჭება დროებითი უფლებამოსილება სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საკუთარი და დელეგირებული ფინანსური რესურსი გამოიყენოს იმ პირთა დასახმარებლად და სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც იძულებით იქნენ გადაადგილებულნი თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან.
მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ახალგორის, ერედვის, ქურთისა და თიღვის თვითმმართველ ერთეულებს.