უცხოეთი
საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 40 შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა რაოდენობა 1098-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობასთან არსებული სპეციალური შტაბი ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 250 გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის 837 პაციენტის მკურნალობა სპეციალურ რეჟიმში ხორციელდება.
interpressnews.ge