პოლიტიკა
საქინფორმის შიში დადასტურდა - ფოთში ნატოს 5 ხომალდი შევიდა

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. გასულ კვირას საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა სპეციალურად NEWS FRONT- ისთვის გაკეთებულ პუბლიკაციაში შემდეგი კითხვა დასვა: თუ საქართველოს საზღვრები, კორონავირუსის გამო ჩაკეტილი იქნება მეზობლებთან - რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ნუთუ მათ გააღებენ ნატოს ჯარისკაცებისა და ჩინოვნიკებისთვის? ჯანსაღი ლოგიკა გვკარნახობს, რომ - არა. მაშ, როგორ აპირებს ნატოს გენერალური მდივანი ”საქართველოსთან ნატო-თანამშრომლობის გაღრმავებას” - უკვე გვაჩქარებს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის დასაცავად რუსული ხომალდებისგან და საქართველოს საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად რუსული თვითმფრინავებისთვის თვალყურის დევნებით, რის შესახებაც გასულ კვირას განაცხადა?".

ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მალე მოვიდა - ორი დღის შემდეგ, დაადასტურა რა კიდევ ერთხელ, ჯანსაღი ლოგიკა და ნატო ორი სრულებით განსხვავებული რამაა, როგორც ოდესაში ამბობენ, ნატოს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო გაერთიანების ხუთი ხომალდი (SNMG2) 7 – დან 10 აპრილამდე ეწვევა ფოთის პორტს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ნატო–ს მეორე საზღვაო გაერთიანებას მიიღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია. სამხედრო-საზღვაო გაერთიანებას, რომელშიც შედის ბულგარული BGS Verni, კანადური HMCS Fredericton, იტალიური ITS Fasan, რუმინული ROS Regina Maria და თურქული TCG Salihreis, უხელმძღვანელებნატო SNMG2-ის სარდალი, კონტრადმირალი პაოლო ფანტონი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ოჩამჩირედა დიოსკურიადა ნატო-მეორე სამხედრო-საზღვაო გაერთიანების ხომალდებიერთობლივი წვრთნები. ”გაერთიანების ვიზიტი ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური კავშირის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებას”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კონტრადმირალმა იტალიელმა პაოლო ფანტონიმ განაცხადა, რომ "საქართველოს სანაპირო დაცვისთან მჭიდრო თანამშრომლობისა და წვრთნების შესაძლებლობები კიდევ უფრო ღრმავებს ჩვენს ძალებს შორის ურთიერთთავსებადობას". ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების გაერთიანებულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამი წევრი-სახელმწიფო და ორი პარტნიორი ქვეყანა, რომლებიც ესაზღვრებიან შავ ზღვას, თანამშრომლობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ნატოსთვის სერიოზულინტერეს საგნად აქცევს”. განცხადების თანახმად, "ამ მიზნის მისაღწევად, ნატო-საზღვაო ძალებმა გაზარდეს თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვაზე".

იტყობინებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, არაერთი პრევენციული ზომა იქნა მიღებული. ახალი კორონავირუსი COVID-19-ის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გაუქმდა სოზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეო კონფერენციის ფორმატით. ერთობლივი წვრთნები მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს, ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

P.S. მაშ, ასე, საქართველო ჯერ კიდევ არ შესულა კორონავირუსის ეპიდემიის პიკში, რომ ნატოს ხომალდები უკვე შემოვიდნენ საქართველოში, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს - სინამდვილეში საქართველოს მთავრობა კი არ ითხოვს საქართველოს ალიანსში მიღება, პირიქით, ალიანსი არ ანებებს თავს საქართველოს მთავრობას, რადგან საქართველოს კი არ სჭირდება ნატო, არამედ ნატო-ს სჭირდება საქართველო.