საზოგადოება
საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსისგან ამ დრომდე გამოჯანმრთელებულია 46 მოქალაქე. გარდაცვლილია სამი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.