უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისმა მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისმა მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა. მისი თქმით, იყო შეცდომები, მაგრამ არა ძალიან მძიმე.

ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე არ აკრძალა, თუმცა შემდეგ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და გახდნენ მიზეზი ვირუსის სწრაფი გავრცელების, შესაძლოა, სხვა რეისებით ჩამოსულიყვნენ ვენის ან ათენის გავლით. როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ შესაძლოა ამას აზრი არც ჰქონოდა“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები ძალიან მძიმე არ იყო და ამას დრო აჩვენებს.

სომხეთში, ამ დროისთვის კორონავირუსის 853 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო დღეებში ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო.

interpressnews.ge