საზოგადოება
საქართველოში 700–ზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატია - ეკატერინე ტიკარაძე

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში 700–ზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატია, ექიმებს მათი გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ რვა პაციენტის შემთხვევაში მოუწიათ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის სიტყვებით, ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის აპარატების საკმაო მარაგია.

188 პაციენტიდან 81 ადამიანზე იყო დაფიქსირებული ორმხრივი პნევმონია, რომელთაგან მხოლოდ რვა პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ექვსი პაციენტი, რომელთაც კვლავ სჭირდებათ სუნთქვითი მხარდაჭერა, სამი არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი ბათუმში, ერთი გორში, ერთი ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.