აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1740 ლარი გახდა

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1740 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0164 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4295 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.4134 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0161 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.