აქტუალური
შესაბამისი ფონდია შექმნილი და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს თანხა - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ კერძო პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან არსებობს ინიციატივა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში მონაწილეობა მიიღონ, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფონდი, სადაც ფულის გადარიცხვაა შესაძლებელი. ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, გეგმავს თუ არა მთავრობა საქართველო მოქალაქეების დასაბრუნებლად ოპოზიციისა და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეთავაზების მიღებას. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ყველა ის მიმართულება, რომელიც შეთავაზებული იყო, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ათვისებული აქვს.

ჩვენ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც იყო შემოთავაზებული, უკვე გვაქვს დანიშნული ფრენები და რეისები. ჩვენ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას. თუკი რაიმე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი, რომელიც არის ცენტრალიზებული და ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს და ყველა რეისი და ყველა ფრენა იქნება დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ახლო კოორდინაციით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ შესაბამისი საელჩოებისგან, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, ჩვენი მოქალაქეების მომართვიანობის შესახებ, შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის ანალიზი, გადამუშავება და შემდგომ უკვე ეტაპობრივად, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად ყველა მიმართულებით ფრენების დანიშვნა. ყველა ის მიმართულება, რომელიც იყო შემოთავაზებული, ჩვენ გვაქვს სრულიად ათვისებული და ასევე, ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე და ეს იქნება მჭიდრო კოორდინაციაში განხორციელებული საკოორდინაციო საბჭოსთან“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამ ეტაპისთვის გვაქვს კონრეტული რაოდენობა და ასევე სახელობითი სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც ვცდილობთ, განვახორციელოთ ზემოთ ხსენებული ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ ეს შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოხდეს ამ მოქალაქეებში ვაქცინის განახლება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი2“-ის ეთერში.