საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში მოქმედი ლიბერალ-ფაშისტური ორიენტაციის მასმედია, რომელიც უპირატესად დასავლური გრანტებით სულდგულობს და იფურჩქნება კიდეც, ახალ იერიშს ამზადებს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. მთავარი მიზანი – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ჩაშლა.
ლიბერალ-ფაშისტებს ზურგის ქარს აძლევს მართლმადიდებელი ქვეყნებიდან – რუსეთში, უკრაინასა და სერბეთში აღრიცხული რამდენიმე ფაქტი, როდესაც სასულიერო პირებს კორონავირუსი დაუდგინდათ. მზადდება ამ ფაქტების გაბერვა-გაზვიადება, ასევე მოუთმენლად ელიან ახალ ფაქტებს, მათ შორის, საქართველოდან.
რა თქმა უნდა, სასულიერო პირები ხორციელი ადამიანები არიან და არავის არასოდეს უთქვამს, რომ მათ არ შეიძლება, შეეყაროთ ვირუსი. ისინიც შეიძლება დაავადდნენ და ისევე დაქვემდებარებიან მკურნალობას, როგორც ასეულ ათასი ადამიანი ექვემდებარება მთელ მსოფლიოში, კროვიდ-19-ზე მკურნალობას. თუმცა ლიბერალ-ფაშისტური მასმედია ისე წარმოაჩენს საქმის ვითარებას, თითქოს ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა ასეთი წარმოდგენები და ხალხს ეკლესიაში მისვლით ზეციურ სასწაულს ჰპირდებოდა – ფიზიკური დაავადებებისგან დაცულობას. აუცილებელია, მრევლს და მთელ ხალხს კიდევ ერთხელ განემარტოს, რომ ტაძარში მისვლით ავტომატურად არ ხდება არც ხორციელი და არც სულიერი სნეულებების პრევენცია. ტაძარში სიარულს თან უნდა ახლდეს ურყევი შინაგანი რწმენა, წრფელი ლოცვა, მარხვის ჟამს – მარხვა და ყველა სხვა სულიერი სამზადისი. ზიარება არის ამ პროცესის უმაღლესი საფეხური, რომელიც თავისთავად არ შეიძლება, რაიმე ბოროტების წყარო იყოს, ბოროტება ყოველთვის ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან მომდინარეობს, ზიარება კი განსაკუთრებული საღვთო მოვლენაა, რომელიც ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება, ისევე, როგორც ნათლობა არ ექვემდებარება ასხნა-განმარტებას, სხვა საეკლესიო საიდუმლოებებთან ერთად.
არავინ უბიძგებს მორწმუნე ადამიანს, თუ არ აქვს ასეთი მტკიცე სულიერი მდგომარეობა ან ფიზიკური ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, მივიდეს ტაძარში, დაესწროს სააღდგომო ლიტანიობას და ეზიაროს. პირიქით, ეკლესია ყოველთვის გვაფრთხილებს, რომ ზიარებას უდიდესი სიფრთხილით მოვეკიდოთ. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ეს მოთხოვნილება შინაგანად აქვს და მას აუცილებლობად აღიქვამს, არ შეიძლება, აეკრძალოთ ეს ყველაფერი!
ამას გვასწავლის ეკლესია და ახლა დგება ეტაპი, როდესაც ეს პოზიციები მან, ჩვენთან ერთად, ყველაზე მტკიცედ უნდა დაიცვას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან ჩაჩუამ გააკეთა განცხადება: “ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ეკლესიაზე, რომ აღდგომას ღამისთევის ლიტანიობა გაუქმდეს და დილის 9 საათზე ჩატარდეს საზეიმო წირვა. რამოდენიმე მოდერნისტ-ეკუმენისტი უკვე გადაიბირეს (დიდი ხანია…) და აპირებენ მათ გამოყვანას ტელევიზიებით. აგორდება პროპაგანდისტული ტალღა, რათა მოსახლეობა შეაგუონ ამ უგვანობას და შთააგონონ, თითქოს ეს აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის”…