საზოგადოება
საქართველოს საავადმყოფოებს კორონავირუსით ინფიცირებული 3,5 ათასი პაციენტის მიღება შეუძლიათ

 საქართველო, 6 პრილი, საქინფორმი. საქართველო მზად არის განათავსოს სტაციონარებში 3500-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი და საკარანტინე ზონებში -5000-ზე მეტი პაციენტი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულია 20 საავადმყოფო, საჭიროების შემთხვევაში დაემატება კიდევ 40.

ის საშუალო რიცხვი, რომელიც დღეს საქართველოს შეუძლია მართოს არის დაახლოებით 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტალური სერვისების რესურსიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ იცით, რომ საქართველოში არის 15 000-მდე საწოლი, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კოვიდინფიცირებული პაციენტებით“, - განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს ეპიდემიის პიკის კონტროლი და დღეში 50-მდე და არა 400-მდე პაციენტი მიღება, საჭიროა ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვისა და ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ მოგვიწოდებს.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის სოციალური დისტანცია, ჩვენი შვილებისა და მშობლების დასაცავად. მოგიწოდებთ დაიცვათ ყველა მითითება. გთხოვთ, დაიცვათ სოციალური დისტანცია“, - განაცხადა მინისტრმა.

Sputnik-Georgia