უცხოეთი
ამერიკელმა მტაცებლებმა იტალია კორონავირუსის ტესტების გარეშე დატოვეს — გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. ამერიკელმა სამხედროებმა იტალიას საბოტაჟი მოუწყეს. ჯერ კიდევ დაახლოებით ორი კვირის წინ, ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩრდილოეთ იტალიიდან კორონავირუსის 500 ათასი ტესტი წაიღო.

ამის შესახებ წამყვანი იტალიური გაზეთი “La Repubblica” იუწყებოდა. 17 მარტს ამერიკელები ქალაქ ბრეშიაში, კომპანია Copan Diagnostics Inc.-ში მივიდნენ, სადაც ხდება ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის საშუალებების წარმოება. სწორედ აქ აწარმოებენ ვირუს SARS-CoV-2-ის (რომლისგანაც მომდინარეობს ინფექციური დაავადება Covid-19) გამოსავლენი ნაცხის ასაღებ კომპლექტებს. ამერიკელმა სამხედროებმა პირდაპირ ლაბორატორიიდან წამოიღეს ნახევარი მილიონი კომპლექტი.

“La Repubblica”-ში წერია, რომ ამერიკელებმა იტალია ტესტების გარეშე დატოვეს. ინფორმაციამ შემთხვევით, ისიც ამერიკელებისგან, გაჟონა. მათ სურათი გადაუღეს კონტეინერებით დატვირთულ თვითმფრინავს და “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნეს, თუმცა მალევე წაშალეს.

იტალიურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ კომპლექტების უცხოეთში გაყიდვა “კანონით აკრძალული არ არის”, ამიტომ ფორმალურად იტალიური სახელმწიფო ვერც ამერიკელებს, ვერც ამ კომპანიას ვერ მოედავება. იტალიაში არ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და მართლაც არ დაწესებულა ასეთი ფორმალური შეზღუდვა.

მაგრამ ამისდა მიუხედავად, იტალიამ მწარე გაკვეთილი მიიღო თავისი “პარტნიორისგან”, რომელსაც დახმარებით მიმართა. დახმარების ნაცვლად, იტალიელმა ხალხმა საბოტაჟის აქტი მიიღო. ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა ამერიკული “მეხუთე კოლონა” იტალიაში. ამერიკელებს ასეთივე “მეხუთე კოლონები” ჰყავთ ნატოს ყველა ქვეყანაში, მაგრამ პირველ ყოვლისა, საქართველოსმაგვარ დამონებულ ქვეყნებში.

ეს გასათვალისწინებელია ჩვენი ხალხისათვის და ქვეყნისათვის, რომლის ხელისუფლება პირდაფჩენილი შესცქერის “სტრატეგიულ პარტნიორს” და მისგან რაღაც დახმარებას ელის. ამერიკა “პამპერსებს” კვლავ არ დაიშურებს, ამის გჯეროდეთ!

ge.news-front.info