აქტუალური
ლევან რატიანი - 80 წლის პაციენტისა და მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ ერთი ინფიცირებული მოათავსეს.

რეანიმაციაში გვყავდა ორი ინფიცირებული, დაემატა ერთი ინფიცირებული მარნეულის კლასტერიდან. ქალბატონი არის 79 წლის. კლინიკაში შემოვიდა მწვავე რესპირატორული დოსტრეს სინდრომით. მედიცინაში არსებობს ჩაჩუტული ფილტვის სინდრომი, ანუ პნევმოთორაქსით. ჩატარდა ყველა ღონისძიება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. დინამიკა აღდგენილია და იმყოფება ინფექციონისტებისა და რენიმატოლოგების მეთვალყრეობის ქვეშ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალს, რატიანი ამბობს, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

მძიმე პაციენტი, რომელიც არის 62 წლის, თავისი სომატური პათოლოგიებით, შაქრიანი დიაბეტით, უმართავი არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა უმართავი და ექიმთან მიმართვიანობის დაგვიანებული შემთხვევა. ეს პაციენტიც მწვავე რესპირატორული დიატრეს სინდრომით იქნა გადმოყვანილი. ამ ეტაპზე ზოგადი მდგომარეობა მისი გაუმჯობესებულია მკვეთრად, ფილტვის ხელოვნურ ინტუბაციაზე იმყოფება, დამხმარე რეჟიმზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება 80 წლის პაციენტს, რომელიც ასევე მაღალი ლეტალობის ინდექსს მიეკუთვნებოდა, ამ ეტაპზე ამ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია და ველოდებით დინამიკაში გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის განცხადებით, ასევე დამაკმაყოფილებელია საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი ორსული ქალბატონისა და ხუთივე ახალშობილის მდგომარეობა.