აქტუალური
ანაკლიაში სასტუმროს 5 კომპანია ააშენებს

anakliaანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონაში ინვესტორთა განცხადებების მიღების ვადა დასრულდა და იწყება კერძო მოლაპარაკებების ეტაპი. საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, სულ 21 განაცხადია შესული, რომელთაგან პირველ ეტაპზე სასტუმროების აშენების უფლება მხოლოდ 5 სუბიექტს მიეცემა. ისინი შეირჩევიან კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, პროექტის განვითარების გეგმისა და მარკეტინგული ხედვის მიხედვით. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ანაკლიით დაინტერესდა ისეთი ქვეყნებიც, როგორიცაა: ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი. თუმცა საბოლოოდ რომელი ქვეყნის ინვესტიციები ჩაიდება ზღვისპირა კურორტზე, ჯერ უცნობია. ანაკლიაში მთლიანად 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.