უცხოეთი
სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის შეთანხმება ტვირთების ტრანზიტზე - პოლიტოლოგის შეფასება

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმიპოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი არტურ ატაევი საუბრობს იმ სარგებელზე, რომელიც თითოეული ქვეყნისთვის ტვირთის სატრანზიტოდ გახსნილ „მწვანე დერეფანს“ მოაქვს

სომხეთი, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ „მწვანე დერეფნის“ უზრუნველყოფაზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტვირთბრუნვის შესანარჩუნებლად. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„მწვანე დერეფანი“, რომელიც სამი ქვეყნის მიერაა ინიცირებული - არის კონკრეტული ნაბიჯი და კონკრეტული ქმედება უკვე არსებული ეკონომიკური კრიზისის გადასალახად. „მწვანე დერეფნის“ მეშვეობით, პირველ რიგში, უეჭველ სარგებელს მიიღებს სომხეთი, რომლისთვისაც საქართველოს სამხედრო გზა და რუსეთი-საქართველო-სომხეთის დერეფანი არის „სიცოცხლის გზა“ საგანგებო მდგომარეობისა და თანდათანობით გაღრმავებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში. მეორე - ეს ეკონომიკური გადაწყვეტილება საკმაოდ სერიოზულ შედეგს მოუტანს საქართველოს ტრადიციულად დამკვიდრებულ სატრანზიტო სტატუსს. და, როგორც სარგებელის მიმღები, მესამე ადგილზეა რუსეთი, რომელიც დიდწილად გამოდის, როგორც ეკონომიკური დონორი“, - განუცხადა ატაევმა „Sputnik-სომხეთს“.

პოლიტოლოგის აზრით, ევრაზიის კავშირი ახლა უფრო მიმზიდველი ხდება.

„თუ ევროკავშირი არის უფრო მეტად საიმიჯო პროექტი, რომელიც რეალურ პირობებში - საფრანგეთი-გერმანია-იტალიის სამკუთხედის მაგალითით - ამტკიცებს თავის უუნარობას, რუსეთი-საქართველო-სომხეთის სამკუთხედი ეკონომიკური თვალსაზრისით ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს, რეალურ ეკონომიკურ ობიექტურობას და აუცილებლობასაც კი“, - აცხადებს ატაევი.

sputnik-georgia.com