საზოგადოება
მიშისტმა მებაჟეებმა 95 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანებს საჩუქარი წაართვეს!

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოში “მიშიზმი” ისევ მძვინვარებს და, როგორც ჩანს, იგი კორონავირუსზე უფრო მძლავრია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების თავებში ეს დაავადება მკვიდრად არის ჩამჯდარი.

“მიშიზმის” ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება ე. წ. “პატრიოტის კანონია”, ამერიკელების წაბაძვით შექმნილი უბადრუკი დოკუმენტი, რომელიც ფაშისტურად, “საბჭოთა სიმბოლიკის” აკრძალვას ითვალისწინებს.

ამ დოკუმენტის მოხმობით, რუსეთიდან საქართველოში მომავალი თემურ ფიფია ლარსის გამშვებ პუნქტზე “ქართველმა” მესაზღვრეებმა დააკავეს და მას ჩამოართვეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის განკუთვნილი საჩუქარი – სტალინგრადის ბრძოლის სამახსოვრო მედლები, სულ 290 ცალი.

მედალზე გამოსახულია სტალინგარდის ბრძოლის სიმბოლო, მონუმენტი, რომელიც ნაცისტებთან მებრძოლ გმირულ სულს გამოხატავს. ამ გმირული სულის მატარებელნი არიან რამდენიმე ასეული, ცოცხლად დარჩენილი, 95 წელზე მაღალი ასაკის ქართველი ვეტერანები! ამ ვეტერანებს წაართვეს მათთვის ძვირფასი საჩუქარი უნამუსო მებაჟეებმა!

თემურ ფიფია, რომელიც ახლა სავალდებულო კარანტინში იმყოფება, აპირებს, გაასაჩივროს მებაჟეების უკანონო გადაწყვეტილება, რადგან დიდი გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამოშვებული საჩუქარი არა უბრალოდ “საბჭოთა” ან “კომუნისტური” სიმბოლიკაა, არამედ, ჯერ ერთი, ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა, მეორეც – კერძო საკუთრებას წარმოადგენს და პირადი დანიშნულება გააჩნია.

ეს სამარცხვინო ფაქტი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაართულებს რუსეთთან ურთიერთობებს, რადგან რუსები ვეტერანებს, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, უდიდესი მოწიწებით ეპყრობიან. და თუ რუსეთმა ლარსის საზღვარი ჩაკეტა, მერე შეგვიძლია, კორონა+შიმშილის რეჟიმში ვიცხოვროთ.

იმედია, ხელისუფლება გონს მოვა და ვეტერანებს დაუბრუნებს მათთვის ძვირფას საჩუქარს, სანამ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს იზეიმებს 9 მაისს ფარისევლურად!

ნიუს ფრონტი