უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 190-მდე გაიზარდა

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქვეყნის საავადმყოფოებში ექიმების კონტროლის ქვეშ ამ დროისთვის 190 ადამიანი იმყოფება. ახალი შემთხვევებიდან რვა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება, დანარჩენები სტაბილურ მდგომარეობაში არიან.

აზერბაიჯანის ხელისუფლება მოსახლეობას თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

1tv.ge