უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 424-მდე გაიზარდა

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. სომხეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერევანში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სულ 424 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში მკურნალობის კურსი 391 პაციენტს უტარდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-სგან უკვე 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი დაიღუპა.

1tv.ge