საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის ცენტრში ადამიანები შეკრიბა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, გუშინ ხალხმრავლობა იყო ზუგდიდის ცენტრში.

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამედიცინო პირბადეები უფასოდ დაარიგეს და მოქალაქეები ამის გამო შეკრიბეს.

ზუგდიდის ცენტრში გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.