საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ჟურნალისტი ბექა კვიციანი მიმართავს ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან და პოტენციურად, შეიძლება, აღმოჩნდნენ ექიმების, მათ შორის, იტალიელების დასახმარებლად ჩასული რუსი ექიმების პაციენტები:
„მოგმართავთ იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს! რუსებს ძალიან ძლიერი იმუნოლოგები და ინფექციონალისტები ყავთ, რაც მთავარი – ყურადღებიანი. წლის წინ მიმკურნალეს რუსებმა, შეიძლება დიდი რამ არ იყო, მაგრამ პროფესიონალიზმი მათი თავად ვიხილე! თუ მოგიწიათ მათთან ურთიერთობამ, იცოდეთ, რომ სანდო ხელში ბრძანდებით! პოლიტიკის თავზე გავიარე, როდესაც საქმე სიცოცხლის შენარჩუნებას ეხება! უფალი გფარავდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!”, – წერს სოციალურ ქსელში ბექა კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რუსეთიდან 9 სამხედრო თვითმფრინავი “ილ 76” ჩაფრინდა სამედიცინო დანიშნულების ტვირთით და სამხედრო ექიმების ბრიგადებით. სულ იტალიაში 100 რუსი ექიმი იმუშავებს.
“ნიუს ფრონტი“