უცხოეთი
საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ბორის აკუნინის ფსევდონიმით ცნობილი მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„მივატოვე ფეისბუქი, რადგან მოდური დაავადება შემეყარა. ცოტათი მოვძლიერდები – აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. (სპოილერი: კორონავირუსის მიმართ შიში უფრო ძლიერია, ვიდრე თავად კორონავირუსი. საჭიროა სიფრთხილე და არა პანიკა)“, – წერს ქართული წარმოშობის მწერალი.
1tv.ge