საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.
„ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
არჩილ თალაკვაძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.