უცხოეთი
კორონავირუსის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. უკრაინის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი 24 აპრილამდე გაახანგრძლივა და საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

საგანგებო სიტუაციის რეჟიმი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობში იმოქმედებს, საჭიროების შემთხვევაში კი საგანგებო ზომები გახანგრძლივდება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 16 ბოლო ერთ დღეში.

გარდაცვლილია სულ ოთხი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

1tv.ge