საზოგადოება
საქართველოში კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი 4055-მდე გაიზარდა

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რიცხვი 4055-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გუშინწინდელთან შედარებით, კარანტინში მყოფთა რიცხვი დაახლოებით 700-ით არის გაზრდილი. გუშინ კარანტინში 3320 პირი იყო.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, საქართველოში, ამჟამად, კორონავირუსის 67 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან ცხრა პირი უკვე გამოჯანმრთელდა.