საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი ე.წ. ამერიკის კლასტერიდანაა.
მისივე თქმით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ხუთივე პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის, ჩამოსულები იყვნენ და თვითიზილაციაში იმყოფებოდნენ. სხვადახვა დროს ჩამოვიდნენ, ზოგი 7-ში, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. როგორც კი მათთან გამოვლინდა დაავადება ტემპერატურის და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომის სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ნაწილის დადასტურება მოხდა გუშინ, დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან, ნაწილის დადასტურება კი დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან. გუშინ 24 საათის განმავლობაში ჩვენთან დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ხუთთან მივიღეთ დადასტურებული. ისინი ჩვენს ცენტრში არიან და მკურნალობენ“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ცხრა გამოჯანმრთელებულია.