უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ახალი შემთხვევების დადასტურების შემდეგ, სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 235 ადამიანია ინფიცირებული, ორი ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ინფიცირებულების უმრავლესობას ტემპერატურა საერთოდ არ აღენიშნება. ფაშინიანის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა და გეოგრაფია შეშფოთებას იწვევს. სომხეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა კოტაიკის და ერევნის საწარმოო დაწესებულებებში. ამასთან დაკავშირებით, გამკაცრდება შეზღუდვები, რომ თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება. ფაშინიანმა მოქალაქეებს კვლავ მოუწოდა, დარჩნენ სახლში და დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები.

1tv.ge