რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: კორონავირუსი COVID-19 ბაქტერიოლოგიური იარაღია, რომლის შესახებაც სრული სიმართლე ძალიან ცოტამ იცის

      NEWS FRONT-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან, არნო ხიდირბეგიშვილთან.

-ბატონო არნო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თქვენი პირველი ინტერვიუ, სადაც მოითხოვთ, რომ საქართველომ უარი თქვას ნატოს წვრთნებში „ევროპის დამცველი-2020“ მონაწილეობაში, რადგან ეს „დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, დროში დაემთხვა კორონავირუსის აფეთქებას უხანის პროვინციაში - ანუ დათარიღებულია 2019 წლის დეკემბრით, თუმცა მსოფლიომ COVID-19-ის შესახებ გაცილებით გვიან შეიტყო. დღეს ნატოს წვრთნები გააუქმეს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს - იყავით თუ არა ინფორმირებული წინასწარ?

-წვრთნების „Defender Europe 2020”-ის და „COVID-19“-ის პირდაპირი კავშირის შესახებ მე ინფორმაცია არ მქონია - საფრთხის ქვეშ მე თავდაპირველად ვგულისხმობდი რუსეთის რეაქციას ამერიკელ მედესანტეზე, რომლებიც, წვრთნების გეგმით, გადმოსხდებოდნენ საქართველოში. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ ინფიცირებული იქნებოდა, რის შესახებაც დამატებით ვიტყობინებოდი.

-თქვენს გუშინწინდელ პუბლიკაციაში სპეციალურად „News Front“-თვის განაცხადეთ, რომ ამა წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ასევე უნდა გაუქმდეს კორონავირუსის გამო.

-ასეც მოხდება, იმიტომ, რომ ადამიანების მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის დღეს სრული სიმართლე კორონავირუსის შესახებ. ესენი არიან აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის, ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელები , ასევე ამ ქვეყნების სპეცსამსახურების პირველი პირები და დახურული ლაბორატორიების სპეციალისტები. ეს სიმართლე იცოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მსოფლიომ შეიტყო კორონავირუსის შესახებ, მან თავის საკვირაო ქადაგებაში განაცხადა, რომ მეორე მოსვლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი…

- თქვენი ჰიპოთეზით, კორონავირუსი ლუგარის ბიოლაბორატორიის მაგვარი ბიოლაბორატორიის პროდუქტია, ანუ - ბიოლოგიური იარაღი, რომელიც გამოიყენეს, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც, პენტაგონის დასკვნის თანახმად, საფრთხეს წარმოადგენენ აშშ-თვის, ესენია: საფრთხე №1 - ჩინეთი, საფრთხე №2 - რუსეთი და საფრთხე №3 - ირანი. თუმცა, რუსეთში სულ რამდენიმე ასეული ადამიანია ინფიცირებული, და რა შუაშია ევროპა, იტალია, სადაც მათი რიცხვი ათობით ათასს აღწევს?

-ვფიქრობ, რუსეთში მათი რიცხვი გაცილებით მეტია, უბრალოდ ამის შესახებ ან ჯერ არ იციან, ანდა არ ამბობენ, რათა პანიკა არ გამოიწვიონ. რაც შეეხება კორონავირუსს, ის თავისთავად მუტაციას ვერ მოახდენდა, ეს გაკეთებულია სამხედრო ბიოლაბორატორიაში. ამერიკულში თუ ჩინურში, არ ვიცი, ასეთი ლაბორატორია ბევრ ქვეყანაშია, მარტო დიდ ბრიტანეთში, სადაც ლიტვინენკო, პატარკაციშვილი და სკრიპალი მოწამლეს, რამდენიმეა, იგივე პორტონ-დაუნი. არის ლოგიკაც იმაში, რომ COVID-19 შექმნეს ჩინეთის ლაბორატორიაში აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

ფაქტია, რომ მისი გამოცდა შეზღუდულ არეალში - უხანის პროვინციაში უნდოდათ, რათა იმავდროულად შეექმნათ ანტივირუსი, მაგრამ ვერ გათვალეს და ვირუსმა რაღაცნაირად გამოაღწია ჩინეთიდან. ყველაზე ცუდი ისაა, რის შესახებაც ზემოთ იციან - რომ ადამიანების უმრავლესობაში ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ისინი ვირუსის მატარებლად რჩებიან განუსაზღვრელად დიდხანს და შეუმჩნევლად აინფიცირებენ სხვებს, ხოლო ამის შეჩერება უახლოეს ხანებში შეუძლებელია. აი ამიტომ მთელ მსოფლიოსა და საქართველოშიც მიღებულია ასეთი უპრეცედენტო ზომები, აი რატომაა, რომ ხელისუფლება სულაც არ გვაშინებს, პირიქით - სიმართლე იმაზე საზარელია, ვიდრე გვეუბნებიან! აი რატომ გაიმეტა დიდმა ბრიტანეთმა თავისი ანგლოსექსები დასახოცად და მთელი მსოფლიოს წინაშე მოახდინა დასავლური ფასეულობების დემონსტრირება, რომლებსაც საქართველო აგერ უკვე 30 წელია ბაძავს!

რას ფიქრობენ დღეს ასო-ცირებული ევრო-ქართველები, როცა იტალიაში - ევროპის გულში, 21-ე საუკუნეში! - აპარატებიდან თიშავენ დაავადებულებს, არჩევენ - ვინ ჩაწვეს კუბოში და ვის - უმკურნალონ?! რას ფიქრობენ უბრალო ამერიკელები და ევროპელები რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების შესახებ?! აბა, რუსეთი დაესხა მათ თავს ომით?! თუ ასობით ათასს ცელავს ვირუსი და არ არჩევს, ვინ - იტალიელია, ვინ - ესპანელი, ფრანგი თუ გერმანელი?!

-და ბოლო კითხვა: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, წარმოთქვა მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა - რომ „კორონავირუსის შემდეგ ჩვენთანაც ბევრი რამ შეიცვლება“... თქვენი აზრით, რა ჰქონდა მას მხედველობაში?

-თუ გახსოვთ, ამას წინათ საჯაროდ დავდე პირობა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის განცხადებებს კომენტარს აღარ გავუკეთებდი, რადგან მამაკაცი, განსაკუთრებით, ქართველი, კორექტული უნდა იყოს ქალის მიმართ, თუნდაც ის ქალი პრეზიდენტი ბრძანდებოდეს... მაგრამ ყველაფერს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება - კათოლიკოს-პატრიარქის ბრძნულ, იგავურ-ალეგორიულ ქადაგებებს და „ფრანცუჟენკა“ პრეზიდენტის გაუმართავ უადგილოდ გაკეთებულ განცხადებებსაც. ზურაბიშვილი ზოგჯერ სრულებით სწორ რამეებს ამბობს თითქოს სპეციალურად პროვოკაციულ გამომწვევ მანერაში, ხშირად კი ცდილობს მიგვანიშნოს, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნამდვილად ასე იყოს, აი ნახეთ: რას გულისხმობდა იგი საქართველოში ცვლილებების შესახებ ლაპარაკისას? ალბათ იმას, რამაც არ გაამართლა კრიტიკულ მომენტში, რაზეც ფუჭ იმედებს ვამყარებდით, იმედებს დასავლეთის დახმარებაზე...

   ღმერთმა ქნას, პრემიერმა გახარიამ, მთავრობამ და ყველა ჩვენგანმა გადავიტანოთ ეს განსაცდელი, თუმცა, იქიდან უთუოდ განწმენდილები გამოვალთ. არა მარტო ვირუსისგან, არამედ ლგბტ-ფასეულობებისა და სააკაშვილის ნაცჯალათებისგან, უღმერთო ტელეპედერასტების - გაბუნიასა და გვარამიასგან, რომლებიც ყოველდღე რყვნიან ჩვენს შვილებს და შუღლს თესენ ქართველებს შორის, და, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკაში ცრუ აქცენტებისგან! რამდენი ხელოვნური სუნთქვის აპარატის შეძენა შეიძლება ერთი „ჯაველინის“ ნაცვლად, ბატონებო?! ადამიანებმა სიკვდილს თვალებში ჩახედეს და, ალბათ, მიხვდებიან, რომ მკვდრებს აღარც აფხაზეთი დასჭირდებათ, და აღარც სამაჩაბლო...

2020 წლის 24 მარტი
წყარო: NEWS FRONT